saqarTvelos mRvimeebi - martelis Saxti

 

ბუნებრივი შახტი ბერჭილის ქედზე, გაგრის მუნიციპალიტეტში, მდინარე სანდრიფშის აუზში, 2350 მ. გამომიშავებულია იურულ შრეებრივ კირქვებში. აქვს ფართო პირი და შვეული კედლები. გამოკვლეული ნაწილის სიღრმე 100 მ. ფსკერზე არის თოვლისა და ფირნის კონუსი, გვხვდება ყინულის სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მარტელის შახტის ნაწილი ამოქოლილია ჩამონგრეული მასალით.